- სექტემბერი 8, 2020
- 9:15 am
„Blush cosmetics“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა – თბილისი
სამუშაო განაკვეთი – სრული
ანაზღაურება – 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური და ბუღალრტული პოლიტიკის დაგეგმვა, მართვა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ფინანსური მდგმარეობის და ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტურობის ანალიზი;
- ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ათვისება;
- კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- კომპანიის ბიუჯეტირება და სამუშაო პროცესების მეთოდოლოგიის შემუშავება;
- ფაქტიური შესრულებების დაგეგმილთან შედარება და სხვაობების ანალიზი;
- ხარჯების ოპტიმიზაცია და შესყიდვების პროცესების სრულყოფა;
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (მოგება-ზარალი, ბალანსი…);
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის ყოველდღიური მართვა და კონტროლი;
- კომპანიის მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობა;
- ინსტრუქციებისა და დებულებების შემუშავება სააღრიცხვო პოლიტიკის სრულყოფის მიზნით.
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში;
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- შესაბამის სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
- პუნქტუალურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნბის უნარი;
- სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის და გუნის ეფექტური მუშაობის ორგანიზების უნარი.